Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

საქართველოს ორგანული კანონის ,,საქართველოს შრომის კოდექსის“ მე-20 მუხლის პირველი პუნქტის, ,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის    მე-2 მუხლის ,,ლ“ ქვეპუნქტის, 23-ე მუხლის პირველი პუნქტის და 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა’’, ,,ზ” და ,,ი“ ქვეპუნქტების, ,,საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის დებულებისა და საფასურის დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 1 ოქტომბრის №99/ნ ბრძანების №3 დანართით დამტკიცებული ,,უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის სტანდარტების’’, ,,სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტრატეგიული განვითარების გეგმის დამტკიცების შესახებ’’ აკადემიური საბჭოს 2018 წლის 26 თებერვლის №80/2018 წლის დადგენილების პირველი და მე-2 პუნქტების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა’’, ,,ნ’’ და ,,პ” ქვეპუნქტების საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1.   შევიდეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები ,,სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის სტრუქტურული ერთეულების სამოქმედო გეგმის ფორმის და ადმინისტრაციის სტრუქტურული ერთეულებისა  და  უნივერსიტეტის  ადმინისტრაციაში

დასაქმებული ცალკეული პერსონალის ანგარიშის ფორმის დამტკიცებისა და მათი შედგენისა    და   წარდგენის   წესის   დამტკიცების   თაობაზე”   ადმინისტრაციის ხელმძღვანელის N75/02-01 ბრძანებაში:


ა) ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული დანართი N3 ჩამოყალიბდეს ახალი, წინამდებარე ბრძანებაზე თანდართული რედაქციით (დანართი N3);
ბ) ბრძანების მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,3. ადმინისტრაციის სტრუქტურულ ერთეულებს, რომლებსაც უშუალოდ ხელმძღვანელობს უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, დაევალოთ ყოველი წლის 25 დეკემბრამდე წარუდგინონ მას წინამდებარე ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული დანართი №1-ის შესაბამისად შედგენილი მომდევნო წლის 1 წლიანი და 3 წლიანი სამოქმედო გეგმები.“;

გ) ბრძანებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 51 პუნქტი:

,,51. უნივერსიტეტის მართვის ორგანოებსა და მართვის ორგანოების ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად არსებულ სტრუქტურულ ერთეულებში (უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური, რექტორის აპარატი და აკადემიური საბჭოს სამდივნო, წარმომადგენლობითი საბჭოს სამდივნო) დასაქმებულ დამხმარე პერსონალს (გარდა ამ სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებისა) და უნივერსიტეტის დამხმარე საგანმანათლებლო და დამხმარე სამეცნიერო სტრუქტურულ ერთეულებში დასაქმებულ დამხმარე პერსონალს დაევალოთ ადმინისტრაციის ხელმძღვანელსა და იმ სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს, რომელშიც ისინი დასაქმებულები არიან, ყოველი წლის 20 იანვრამდე წარუდგინონ წინამდებარე ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული დანართი N3 ფორმის შესაბამისად შედგენილი გასული წლის საქმიანობის პერსონალური ანგარიში.“;

დ) ბრძანებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 52 პუნქტი:

,,52. წინამდებარე ბრძანების 51 პუნქტით გათვალისწინებულ პერსონალს 2020 წლის საქმიანობის ანგარიშის წინამდებარე ბრძანებით დადგენილი წესით წარდგენა ადმინისტრაციის ხელმძღვანელისა და იმ სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელისათვის, რომელშიც ისინი დასაქმებული არიან, დაევალოთ 2021 წლის 18 ივნისამდე, ამ ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული დანართი N3 ფორმის შესაბამისად.“.


2. ბრძანების  უნივერსიტეტის  ოფიციალურ  ვებგვერდზე  გამოქვეყნება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
3.   ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
4.   ბრძანება ძალაში შედის ხელმოწერისთანავე. 
5. წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით შეიძლება გასაჩივრდეს მისი ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში მისამართზე - ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი N6.

 


ადმინისტრაციის ხელმძღვანელი  ლაშა საღინაძე